The Wall Street Journal: უკრაინის ევროპელი მოკავშირეებისთვის სამშვიდობო ზავი, რომელიც უკრაინას დაასუსტებს, უარესია, ვიდრე ომის გაგრძელება
The Wall Street Journal-ი წერს, რომ უკრაინის ევროპელი მოკავშირეებისთვის სამშვიდობო ზავი, რომელიც უკრაინას დაასუსტებს უარესია, ვიდრე ომის გაგრძელება. გამოცემის ცნობით, ევროპელი ლიდერები როდესაც ამბობენ, რომ მათი ძალისხმევა უკრაინის სუვერენიტეტის დაცვისკენაა მიმართული, თვითგადარჩენაზე ფიქრობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მოსკოვის პირობებით ომის დასრულება ევროპისთვის უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს და რუსეთის აგრესიის გაფართოების რისკს ქმნის. გამოცემა წერს, რომ ევროკავშირი ჯერ მზად არ არის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე რუსული აგრესიისგან საკუთარი თავი დაიცვას
