ამერიკის შეერთებული შტატების სენატში განიხილეს ორპარტიული კანონპროექტი, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში განიხილეს ორპარტიული კანონპროექტი, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ. დებატებზე, სენატორმა რენდ პოლმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და თქვა რომ მოსკოვის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადება ძირს გამოუთხრის პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას, გამოიწვევს ესკალაციას და შექმნის ომის საფრთხეს. სენატორ პოლის შეფასებით, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადება ვერც უკრაინას დაეხმარება და ვერც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს დაიცავს
