სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებით, სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრება
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებით, სრულწლოვანის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრება. თუ დანაშაულში ჩაბმული არასრულწლოვანი 14 წლამდე ასაკისაა, სასჯელი კიდევ უფრო მკაცრდება. კიდევ ერთი კანონპროექტით, შეიქმნება რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი. ამ ცენტრში კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთან სპეციალური ჯგუფი იმუშავებს. პროგრამა ითვალისწინებს შემდგომ მონიტორინგს. თუ მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება, არასრულწლოვანი გადამისამართდება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში
