პოლონეთი 2026 წელს უკრაინელი ლტოლვილების განსაკუთრებული სტატუსის გაუქმებას და სხვა უცხოელებთან მათ გათანაბრებას გეგმავს
პოლონეთი 2026 წელს უკრაინელი ლტოლვილების განსაკუთრებული სტატუსის გაუქმებას და სხვა უცხოელებთან მათ გათანაბრებას გეგმავს. მედიის ცნობით, ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე მოამზადა კანონპროექტი, რომელიც სავარაუდოდ, ძალაში 2026 წლის 4 მარტიდან შევა. ცნობაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთში დროებითი თავშესაფრის კანონიერი უფლებით, 2027 წლის 4 მარტამდე ისარგებლებენ. მათთვის გარანტირებული იქნება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, თუმცა სხვა სახის სამედიცინო მომსახურებისთვის, ღირებულების გადახდა მოუწევთ
