The New York Times: აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა უკრაინისთვის ომის დასრულების შემდეგ დახმარების გეგმის ორი ვერსია შეიმუშავეს
შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ქვეყნებმა, უკრაინისთვის ომის დასრულების შემდეგ დახმარების გეგმის ორი ვერსია შეიმუშავეს - წერს The New York Times-ი და წყაროსგან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დეტალებს ასაჯაროებს. პირველი ვერსია უკრაინისთვის ნატოს მე-5 მუხლის მსგავს პრინციპებს გულისხმობს, რაც თავის მხრივ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, ახალი შეჭრის შესაკავებლად, ქვეყნის ტერიტორიაზე ევროპული ძალების განთავსებას და ამერიკული დაზვერვის უფრო აქტიურად გამოყენებას ითვალისწინებს. მეორე დოკუმენტი კი, რომელსაც სამხედროებს შორის ოპერატიულ დოკუმენტს უწოდებენ, უფრო დეტალურ ინფორმაციას მოიცავს. კერძოდ, მასში გაწერილია ამერიკელი და ევროპელი სამხედროების უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობის დეტალები, რომლის მიზანიც, რუსეთის მხრიდან უკრაინის მეტი ტერიტორიის მიტაცების აღკვეთაა
