მებაჟე ოფიცრებმა და შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის 2 მცდელობა აღკვეთეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაკავებულების ბარგის შემოწმების შედეგად, ჰერმეტულად დახურულ პაკეტებში მოთავსებული 1 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა" და 91 ელექტროსიგარეტი ამოიღეს, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი სითხე იყო მოთავსებული.დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
