საქართველოს მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს
მორიგი მხარდაჭერა უკრაინას. საქართველომ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის იმ ბერკეტის არსებობას, რაც ომით დაზარალებულ მოქალაქეებს ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას მისცემს. გადაწყვეტილება დიპლომატიურ კონფერენციაზე მიიღეს, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიწვევით მონაწილეობს. უსამართლო ომი, ტრაგედია ევროპის შუაგულში და საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა - რასაც აუცილებლად სჭირდება პასუხი- მაკა ბოჭორიშვილის გზავნილებით და საქართველოს გადაწყვეტილებით ნინი გოგიშვილი ჰააგადან.
სიუჟეტის ავტორი: ნინო გოგიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
