პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ძირითად მიმართულებებზე სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო. სტუდენტებს ცვლილებების ძირითადი საკითხები მინისტრის მოადგილემ გააცნო. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა თემატური დისკუსია.
