ეკონომიკის მაღალი ზრდის ტენდენცია დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდაზე აისახა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა
ეკონომიკის მაღალი ზრდის ტენდენცია დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდაზე აისახა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ვახტანგ ცინცაძის თქმით, 2025 წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.4%-თ გაიზარდა და 2,271 ლარი შეადგინა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ხელფასების ზრდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში გამოიკვეთა.
სიუჟეტის ავტორი: ვაკო მეზურნიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
