ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ - ასე აფასებს მმართველი გუნდი ბიბისის საგამოძიებო ფილმს
ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ - ასე აფასებს მმართველი გუნდი ბიბისის საგამოძიებო ფილმს. საქართველოს ხელისუფლება ბიბისის წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობს- პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ მექანიზმს იმისთვის, რათა ამხილონ ბიბისის ფალსიფიკაცია. ბიბისის უკვე უჩივლა დონალდ ტრამპმა. ამერიკის პრეზიდენტი ბიბისის მისი სიტყვით გამოსვლის განზრახ, ბოროტად და მოტყუებით შეცვლაში ადანაშაულებს და კომპენსაციის სახით ტელეკომპანიისაგნ ათ მილიარდ ევროს ითხოვს.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
