ევროკავშირმა, ლატვიის გავლით, რუსეთს ორი ათასამდე ტონა ნატურალური კაუჩუკი მიაწოდა
ევროკავშირმა ლატვიის გავლით რუსეთს ორიათასამდე ტონა ნატურალური კაუჩუკი მიაწოდა. ლატვიური მედიის ცნობით, კაუჩუკს, სხვა დანიშნულებასთან ერთად, სამხედრო თვითმფრინავების საწარმოებლადაც იყენებდნენ. უკრაინული კვლევის მიხედვით, ლატვიამ უზრუნველყო ევროკავშირიდან რუსეთში მიწოდებული მთლიანი ბუნებრივი კაუჩუკის 86%. დანარჩენი 14% იტალიურმა კომპანიებმა მიაწოდეს. ლატვია ამ სქემაში შუამავლის როლს ასრულებდა, რადგან კაუჩუკი ძირითადად მალაიზიასა და ინდონეზიაში იწარმოება.
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
