ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ულტრამემარცხენე ანტისამთავრობო ჯგუფის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი აღკვეთა
ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ულტრამემარცხენე ანტისამთავრობო ჯგუფის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი აღკვეთა. FBI-ის განცხადებით, დაკავებულია ულტრა-მემარცხენე ჯგუფის 4 წევრი, რომლებიც საახალწლოდ სამხრეთ კალიფორნიაში მდებარე 5 სხვადასხვა ადგილას, ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტაჟებას და თავდასხმების სერიას გეგმავდნენ. ლოს ანჯელესის პროკურატურის ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, ასეთი ფაქტები კიდევ ერთხელ მოწმობს, თუ რა საფრთხეს წარმოადგენენ რადიკალიზებული, ანტიფას მსგავსი ჯგუფები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობისთვის.
