კონგრესმენის განცხადებით, სენატის დემოკრატმა კანონმდებლებმა დაბლოკეს კანონპროექტი, რომელიც, არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, თალიბანის დაფინანსებას შეაჩერებდა
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენის განცხადებით, სენატის დემოკრატმა კანონმდებლებმა დაბლოკეს კანონპროექტი, რომელიც, არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, თალიბანის დაფინანსებას შეაჩერებდა. წარმომადგენელთა პალატის წევრი ტიმ ბერშეტი სოციალურ ქსელში აზიარებს საკუთარ განცხადებას, სადაც განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში თალიბანს ყოველ კვირას 40 მილიონი დოლარით აფინანსებს. მისი თქმით, ამ ირიბი დაფინანსების სქემაში 1000-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოიყენება.
