ამერიკელი სენატორი მაიკ ლი, სოციალურ ქსელ X-ისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული ჯარიმის გამო, ევროპულ ბლოკს კიდევ ერთხელ მწვავედ აკრიტიკებს
ამერიკელი სენატორი მაიკ ლი, სოციალურ ქსელ X-ისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული ჯარიმის გამო, ევროპულ ბლოკს კიდევ ერთხელ მწვავედ აკრიტიკებს. სენატორი ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ იდეას, რომ ბრიუსელმა შესაძლოა ევროპის ტერიტორიაზე X-ის მართვის უფლება ილონ მასკს ჩამოართვას და საჯარო მარეგულირებელს დაუქვემდებაროს. სენატორი მაიკ ლი პასუხად წერს, რომ ევროკავშირი ამერიკის მოკავშირე არ არის.
