უნგრეთის პრემიერ-მინისტრი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ევროკომისიის გეგმას, რომ უკრაინის 2026-2027 წლების ბიუჯეტის დასაფინანსებლად, წევრმა სახელმწიფოებმა 90 მილიარდი ევროს კოლექტიური სესხი აიღონ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ევროკომისიის გეგმას, რომ უკრაინის 2026-2027 წლების ბიუჯეტის დასაფინანსებლად, წევრმა სახელმწიფოებმა 90 მილიარდი ევროს კოლექტიური სესხი აიღონ. ვიქტორ ორბანის თქმით, ამ სესხის საპროცენტო განაკვეთის დაფარვა იმ ქვეყნებსაც კი ათწლეულების განმავლობაში მოუწევთ, რომელთაც ამ გეგმაში მონაწილეობა არ სურთ. უნგრეთის პრემიერის შეფასებით, ევროკომისიის ეს ინიციატივა პირდაპირი ესკალაციაა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფად დასრულების შანსს რისკს შეუქმნის.
