უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ბრიუსელს საომარ ფანატიზმსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ბრიუსელს საომარ ფანატიზმსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებს. სიიარტოს თქმით, ევროკავშირი საკუთარი წესების დარღვევაზეც კი მიდის იმისთვის, რათა კონტინენტი ომში ჩაითრიოს. უნგრეთის პირველმა დიპლომატმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით განხილული საკითხები გააკრიტიკა. უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრებასა და ბრიუსელსა და კიევს შორის სამხედრო ურთიერთობების გაღრმავებას ეწინააღმდეგება.
