რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. ოთხ ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს. სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, გათვალისწინებულია სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნის და სავარჯიშო სივრცეების მოწყობა. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება თითქმის 81 მილიონი ლარია.
