პრეზიდენტის სასახლეში რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა
პრეზიდენტის სასახლეში რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები: ისლანდიის,ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოს, პანამის რესპუბლიკის, ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა ელჩებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
