შალვა პაპუაშვილი ბელარუსის ელჩს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ბელარუსის ელჩს შეხვდა. ელჩმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურა და საქართველოსა და ბელარუსს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ტენდენციებს შეეხო. პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკური განვითარების ძირითადი პრიორიტეტები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, მშვიდობიანი გზებით იბრძოლოს საქართველოს ეროვნული ინტერესების, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის, ასევე მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისათვის.
