„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძე ხელისუფლების ჩამოშლაზე საუბრობს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძე ხელისუფლების ჩამოშლაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტი არა საქართველოში არამედ ქვეყნის გარეთ არის. მისივე თქმით, ამ ბერკეტის გამოსაყენებლად „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო გუნდზე მეტს არავინ აკეთებს. სანიკიძის ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სურვილია, საქართველოს დამოუკიდებლობაზე თავდასხმით პოლიტიკური გავლენა მოიპოვონ.
