შალვა პაპუაშვილი: ვიდრე გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი და მისი პარტია ალდე არ გაემიჯნებიან ტერორისტს, მანამდე მათი ყველა სიტყვა არასერიოზულია
ვიდრე გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი და მისი პარტია ალდე არ გაემიჯნებიან ტერორისტს, მანამდე მათი ყველა სიტყვა არასერიოზულია- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მარტა კოსის იმ განცხადებას ეხებოდა, რომლითაც, ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის პასუხისმგებლობას, საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. შეგახსენებთ, ევროკომისარმა თქვა, რომ იმისთვის, რათა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრების პროცესი განაგრძოს, საქართველოს მთავრობამ მიდგომა და დღის წესრიგი უნდა შეცვალოს.
