ახალმა ზელანდიამ უცხოური ჩარევების წინააღმდეგ ზომები გაამკაცრა
ახალმა ზელანდიამ უცხოური ჩარევების წინააღმდეგ ზომები გაამკაცრა. დებულებები ითვალისწინებს 10 წლამდე და 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ისეთი სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, როგორიცაა: დემოკრატიული პროცესი, არჩევნები, მთავრობის ეფექტიანი ფუნქციონირება, უსაფრთხოება და ეკონომიკა. უცხოური ჩარევა განმარტებულია, როგორც ქმედება, რომელსაც მიმართავს უცხო სახელმწიფო, ხშირად შუამავლის მეშვეობით და რომელიც მიზნად ისახავს ახალი ზელანდიის ეროვნული ინტერესების შელახვას. კანონი ეხება უკლებლივ ყველა უცხო სახელმწიფოს. ხაზი გაესვა, რომ ახალი ზელანდია მოელის უცხოელი დიპლომატებისგან ადგილობრივი კანონმდებლობის პატივისცემას და დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან შესაბამისობას, რომელიც უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის დაუშვებლობას ითვალისწინებს.
