ნიუ-იორკში უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მოქმედებს
ნიუ-იორკში უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მოქმედებს. დაცვა განსაკუთრებით გაძლიერდა სინაგოგებთან და სხვა ებრაულ ტაძრებთან და დაწესებულებებთან. გადაწყვეტილება მეგაპოლისის მმართველობამ ხანუქას დღესასწაულთან დაკავშრებით, ავსტრალიაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ მიიღო. დღესასწაული ებრაული თემის წარმომადგენლებს ნიუ იორკის მერმა მიულოცა და განუცხადა, რომ მათ შიშის საბაბი არ აქვთ.
