ლოს ანჯელესის პოლიცია ტერაქტის მიზნით შეთქმულების აღკვეთის შესახებ იუწყება
ლოს ანჯელესის პოლიცია ტერაქტის მიზნით შეთქმულების აღკვეთის შესახებ იუწყება. სამართალდამცველების ცნობით, შეთქმულების, დაურეგისტრურებელი იარაღისა და ფეთქებადი საშუალებების ფლობის მუხლებით ბრალდება 4 დაკავებულს წარუდგინეს. გამოძიების ცნობით, ისინი საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურების თანამშრომლებსა და მათ სატრანსპორტი საშუალებებზე თავდასხმას გეგმავდნენ.
