თურქეთი შავი ზღვაზე დრონის ჩამოაგდების შესახებ იუწყება
თურქეთი შავი ზღვაზე დრონის ჩამოაგდების შესახებ იუწყება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონი თურქეთის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდა და ის რუტინული პროცედურების ფარგლებში აღმოაჩინეს. რეაგირებისთვის კი თურქეთისა და ნატოს ეფ 16 ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ. ცნობაში ასევე ნათქვამია რომ დრონი უმართავი იყო და ნეგატიური შედეგების თავიდან აცილების მიზნით, ის დასახლებულ პუნქტებს მიღმა, უსაფრთხო ადგილას ჩამოაგდეს.
