ჩიხიდან გამოსვლისთვის შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს, წერს „უოლ სტრიტ ჯორნალი“
ჩიხიდან გამოსვლისთვის შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს, წერს „უოლ სტრიტ ჯორნალი“ და წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვაშინგტონი, სამშვიდობო შეთანხმების მაქსიმალურად მალე გაფორმების სანაცვლოდ, კიევს მომავალში რუსეთის მხრიდან ნებისმიერი შესაძლო თავდასხმისგან დაცვას, ევროპული უსაფრთხოების გარანტიების მხარდაჭერას და სენატის მხრიდან მხარდაჭერას ჰპირდება. გამოცემა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ შეთანხმების გაფორმებას მხოლოდ ერთი მთავარი ასპექტი - ტერიტორიების საკითხი აფერხებს, რომელზეც კონსენსუსი ჯერ ისევ მიუღწეველია.
