„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა დასრულდა
„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა დასრულდა. პროგრამის შედეგები სამუშაო შეხვედრაზე შეაჯამეს. სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა 15-მა საწარმომ 40 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. შედეგად, ფერმერებმა 12 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. სახელმწიფო სუბსიდია 4 მლნ ლარზე მეტია.
