„სტატისტიკა ბავშვებისა და მოზარდებისთვის“
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერაქტიული პორტალის - „სტატისტიკა ბავშვებისა და მოზარდებისთვის“ პრეზენტაცია გამართა. პორტალის მიზანია სტატისტიკურ მონაცემთა წარმოება და გავრცელება ბავშვებისათვის ადვილად აღსაქმელი ფორმებით, ასევე სტატისტიკურ მონაცემებზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
