„ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულების დაჯილდოება
განათლების მინისტრმა 2025 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის, „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. გივი მიქანაძემ კონკურსის გრან-პრის მფლობელი და პირველ ადგილზე გასული პროექტის მონაწილეები სიგელებითა და პრიზებით დააჯილდოვა. კონკურსი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა. მასში მერვე მეთორმეტე კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ
