ნარკოდანაშაული - სამართალდამცველებმა ბელორუსის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს
განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ბელორუსის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს. ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 100 შეკვრად დაფასოებული ნახევარ კილოგრამამდე გამომშრალი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
