ევროკავშირმა მოსკოვის მხარდამჭერი ორგანიზაციების და ფიზიკური პირების წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა
ევროკავშირმა მოსკოვის მხარდამჭერი ორგანიზაციების და ფიზიკური პირების წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა. მათ შორისაა ფრანგი ხავიერ მორო, რომელიც, ბრიუსელის განცხადებით, აქტიურად ავრცელებს პრორუსულ პროპაგანდას. ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობას, რომელიც წარმოდგენილია უკრაინის წინააღმდეგ ერთი თვის წინ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინამ დაარღვია კონკრეტული იურიდიული პირის უფლებები, როდესაც მას სანქცია დაუსაბუთებლად დააკისრა. ასევე, სასამართლომ, ზოგადად, სანქციიის საფუძველზე ფიზიკური პირის უფლებების შეზღუდვის სტანდარტზე იმსჯელა და სანქციის გამოყენების დღვანდელი პრაქტიკა გააკრიტიკა.
