სიდნეიში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ავსტრალიის პრემიერ მინისტრი იარაღის შენახვისა და ტარების შესახებ კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოდის
ენტონი ალბანეზმა ამის აუცილებლობაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს, ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზია ნადირობის უფლებით ჰქონდა მოპოვებული. სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე, ანტისემიტიზმის საფუძველზე მომხდარი ტერაქტის დროს 15 ადამიანი დაიღუპა. თავდამსხმელები მამა-შვილი არიან, რომელთაც სავარაუდოდ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან ჰქონდათ კავშირები.
