"პოლიტიკო" წერს, რომ ევროკავშირისთვის ეს კვირა გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება
გამოცემის ინფორმაციით, ბრიუსელმა ხუთშაბათს დაგეგმილ სამიტზე, უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მიერ შედგენილი, დამამცირებელი სამშვიდობო შეთანხმებისგან უნდა იხსნას; ასევე უზრუნველყოს 210 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი კიევისთვის. პოლიტიკოს ცნობით, ვაშინგტონის მხრიდან თავდასხმების სერიისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადების ფონზე, რომ ევროპელი ლიდერები სუსტები არიან - ევროკავშირისთვის უახლოესი დღეები სიმტკიცის გამოცდა იქნება.
