აჭარის კულტურის მინისტრი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა
შეხვედრები გაიმართა სამი ქალაქის მერებთან. განიხილეს ორ ქვეყანას შორის კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი ღონისძიებების, ასევე გაცვლითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. ელისო ბოლქვაძე შეხვდა სხვადასხვა კულტურული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და ქართული დიასპორების წარმომადგენლებს.
