საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, დამთვალიერებელთა რაოდენობა 12 პროცენტით გაზრდილია
11 თვის მონაცემებით, რეკორდული - მილიონ 214 ათას 653 ტურისტი აღირიცხა. ყველაზე მეტი სტუმარი ეწვია პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, მტირალას ეროვნულ პარკსა და წალკის კანიონს. გაზრდილია უცხოელი ტურისტების რაოდენობაც.
