განათლების და ჯანდაცვის ხარჯთეფექტიანობით, საქართველოს მთავრობა მსოფლიოში 36-ე პოზიციაზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე- 14 ადგილზეა
საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 25 სახელმწიფოს. მონაცემები ჩენდლერის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. ანგარიში ეფუძნება გაეროს, მსოფლიო ბანკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სავალუტო ფონდის თემატურ კვლევებს.
