ნიდერლანდებში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
მთავრობის საიმიგრაციო პოლიტიკა და გაუარესებული სოციალური პირობები ჰააგის ქუჩებში გააპროტესტეს. აქცია მოძრაობა „ეროვნული პროტესტის“ მიერ იყო ორგანიზებული. წელს მიგრანტებისთვის ბიუჯეტმა ნიდერლანდებში 9 მილიარდ 480 მილიონი ევრო შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი პროცენტია.
