დოიჩე ველეს ინფორმაციით, ბერლინში სამართალდამცველებმა 6 თვის განმავლობაში 141 ათასზე მეტი უკანონო პიროტექნიკა ამოიღეს
ამოღებულია 400 ხელნაკეთი ფოერვერკი და 17 ათასი კომპონენტი სიგნალისა და გაზის იარაღებისთვის. ბოლო წლებში ამ სახის პიროტექნიკა არაერთხელ გამოიყენეს პოლიციელების, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისა და მეხანძრეების წინააღმდეგ. როგორც მედია წერს, ყველაზე ხშირად ფოერვერკები გერმანიაში პოლონეთიდან და ჩეხეთიდან მანქანით შეაქვთ ან ონლაინ უკვეთავენ.
