საქართველოს მორაგბეთა ნაკრებში რიჩარდ ქოქრილი აღარ იქნება
მასთან თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. ქრონიკასთან ინტერვიუში რაგბის კავშირის პრეზიდენტი, ამბობს რომ ინგლისელი მწვრთნელი ბორჯღალოსნებს 2024 წლის იანვრიდან ამზადებდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო. დავით კაჭარავას თქმით, ქოქრილის შემცვლელი ჯერ უცნობია და მოლაპარაკება რამდენიმე სპეციალისტთან მიმდინარეობს.
