ლილოს ბაზის ტერიტორიაზე, სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს სწავლება ჩაუტარდათ
წვრთნას სასაზღვრო პოლიციის უფროსი, დავით თამაზაშვილი, მოადგილეებთან ერთად დაესწრო. მესაზღვრეების კვალიფიკაციის ასამაღლებლად სწავლება მოიცავდა ტაქტიკური, საცეცხლე და სამთო მომზადების სხვადასხვა კომპონენტებს.
