ხულოში ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა გაწმენდილია, დასკვნით ეტაპზეა შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაო
ელექტროენერგიის გარეშე 50-მდე აბონენტია დარჩენილი. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და უახლოეს პერიოდში სრულად აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება ყველა აბონენტს. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს.
