განათლების და ჯანდაცვის ხარჯთეფექტიანობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია
განათლების და ჯანდაცვის ხარჯთეფექტიანობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია. მონაცემებს ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში აქვეყნებს. გლობალურ გამოკვლევაში საქართველომ მაღალი შეფასება მიღო, მსოფლიოში 36-ე პოზიციაზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი, მე-14 ადგილზეა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 25 სახელმწიფოს. ანგარიში ეფუძნება გაეროს, მსოფლიო ბანკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სავალუტო ფონდის თემატურ კვლევებს.
