საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციის ღია კარის დღე გაიმართა
საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციის ღია კარის დღე გაიმართა. განვლილი წლის საქმიანობა და პროექტები შეაჯამეს. ღია დისკუსიის ფორმატში, დამსწრეები ჩაერთვნენ განხილვებში, წარადგინეს საკუთარი ინიციატივები და ასოციაციის სამომავლო პროექტების დაგეგმვაში მიიღეს მონაწილეობა. ასოციაციის მიზანია პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერება და ქართველი ოსტატების მხარდაჭერა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
