თბილისში ახალგაზრდული გაეროს მოდელირების კონფერენცია გაიმართა
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში ახალგაზრდული გაეროს მოდელირების კონფერენცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში გამოვლინდა 3 საუკეთესო დელეგატი, რომლებიც სრული დაფინანსებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან და გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.
