თბილისი საქართველო–ისრაელის 30-ე ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს
თბილისი საქართველო–ისრაელის 30-ე ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების 35 წლისთავს ეძღვნება და მისი მიზანი არსებული ეკონომიკური კავშირების შეჯამება და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაა. ღონისძიებაში საქართველოდან დაახლოებით 100-მდე ბიზნესმენი და ისრაელიდან, ქალაქების მერები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ფორუმზე განიხილება ტურიზმის განვითარების გეგმები, პარტნიორობის გაფართოება და ახალი ერთობლივი პროექტები. დაგეგმილია რამდენიმე თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა. ღონისძიება ებრაული დღესასწაულის – ხანუქას სანთლის ანთებით გაიხსნა.
