გერმანია ჯარისკაცებს პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრის გასაძლიერებლად გაგზავნის
გერმანია ჯარისკაცებს პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრის გასაძლიერებლად გაგზავნის, რომელიც ბელარუსსა და რუსეთს ესაზღვრება. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რამდენიმე ათეული გერმანელი ჯარისკაცი პოლონეთის „აღმოსავლეთის ფარის“ პროგრამას 2026 წლის აპრილიდან შეუერთდება. მისია 2027 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
