სიდნეიში სროლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაიჭრა
სიდნეიში სროლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაიჭრა. დაშავებულთა შორის 2 პოლიციელი და 1 ბავშვია. ინციდენტი ბონდის სანაპიროზე მოხდა, სადაც ებრაულ დღესასწაულს, ხანუქას აღნიშნავდნენ. თავდამსხმელთაგან ერთი მოკლულია, მეორე კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მათ მანქანაში პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთ ტერორისტს სავარაუდოდ მოქალაქე ანეიტრალებს.
