ლიზ ტრასი: მთელს ევროპაში დეზინფორმაციის გავრცელების საბაბით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები სრული სვლით მიმდინარეობს
მთელს ევროპაში დეზინფორმაციის გავრცელების საბაბით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები სრული სვლით მიმდინარეობს. ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა საკუთარი შოუს მეორე ეპიზოდში ისაუბრა. გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერმა ევროკავშირი „ვარსკვლავური ომების“ ერთ-ერთ უძლიერეს იარაღს, „სიკვდილის ვარსკვლავს“ შეადარა და განაცხადა, რომ ე.წ. ვოუქ ევროპელებს საერთაშორისო მოკავშირეები და ამერიკელი დემოკრატები ახალისებენ.
