ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა შიდა ქართლში
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა შიდა ქართლში. მოგლეჯილია ხეები. ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებლებს და ადმინისტრაციულ შენობებს, მათ შორის ხაშურის სამუსიკო სკოლას. ვითარებას ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე ვითარებას კომისიები სწავლობენ, ზარალის დათვლის შემდეგ გადაწყდება, როგორ დაეხმარებიან დაზარალებულებს.
