ადვოკატთა ასოციაციაში არჩევნები საღამოს 7 საათზე დასრულდება
ადვოკატთა ასოციაციაში არჩევნები საღამოს 7 საათზე დასრულდება. კენჭისყრაში მონაწილე დელეგატებმა არჩევანი 6 კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. შედეგები, დამატებით, ხმის დამთვლელი კომისიის მიერ, კრებაზევე, საჯაროდ, ხელით გადაითვლება, ამისთვის კომისიის 15 წევრი გუშინ დაამტკიცეს. დღესვე აირჩევენ აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებსაც.
